მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის  ფარგლებში, მცხეთაში რეგიონული გათამაშება ჩატარდა მინი ფეხბურთში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში.

შეჯიბრში რეგიონის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალურ შეხვედრაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 და თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლების გოგონათა გუნდების დაპირისპირება მუხრანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ვაჟთა შორის გამარჯვება დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის გუნდმა მოიპოვა. 

გამარჯვებულებს დიპლომები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამაზ გრძელიშვილმა გადასცა და რეგიონული ეტაპის წარმატებით დასრულება და შემდგომ ეტაპზე გადასვლა მიულოცა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018