მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


9 აპრილი

9 აპრილის ტრაგედიიდან 37-ე წლისთავთან დაკავშირებით,

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ,  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ელოშვილმა წეროვნის დევნილთა დასახლებასა და სოფელ ძალისში  დაღუპულთა მემორიალები

გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

"9 აპრილს დაღუპულები თავისუფლებისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცნენ. მათმა თავდადებამ ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა დაუბრუნა და მადლობა ამისათვის,"- განაცხადა გოგი აბუაშვილმა. 

სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს პატივი ასევე მიაგეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018