მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სააღდგომო სასურსათო პაკეტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, გოგი აბუაშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, მცხეთის უფასო სასადილოთი მოსარგებლეებს, უსინათლოებს და მუხრანის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მერიისგან სასურსათო პაკეტები გადაეცათ. 

გოგი აბუაშვილი, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ელოშვილთან, საკრებულოს დეპუტატებთან,  მცხეთის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სასურსათო პაკეტების გადასაცემად, მოქალაქეებს ესტუმრა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა. 

სადღესასწაულოდ, სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტისგან შემდგარ სააღდგომო ნობათს მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2000 ოჯახი მიიღებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018