მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ მცხეთაში, ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით, დაახლოებით 7-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.პროექტის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი, დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გივი გიუტაშვილი, მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი, გოგა თალაშვილი,  საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.არსებული გზის საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს და ქმნის უსაფრთხოების რისკებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სატრანსპორტო ნაკადისთვის.სამუშაოების მიმდინარეობის გამო, მცხეთაში დასავლეთიდან - ნარეკვავის მხრიდან შემოსასვლელი გზა აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, დაახლოებით 15 დღის განმავლობაში დაიკეტება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018