
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი აბუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ელოშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის ქალაქ ვრანიეში იმყოფებოდა.მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ-ურბანულ ფორუმში - „მწვანე, სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი ქალაქების პროგრამა”.ფორუმის მთავარი თემა იყო „საცხოვრებელი და ურბანული განვითარება სხვადასხვა ტერიტორიულ დონეზე“.ვიზიტის ფარგლებში, გოგი აბუაშვილი მოხსენებით წარდგა მცხეთის, როგორც უძველესი ქალაქის მნიშვნელობის, მისი ურბანული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის, ისტორიული განაშენიანების შენარჩუნებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს შორის ბალანსის პოვნის შესახებ.ეროვნულ-ურბანული ფორუმი ურბანული განვითარებისა და საცხოვრებელი პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენდა გამოცდილების გაცვლისა და ცოდნის გაღრმავებისთვის.ფორუმი ორგანიზებული იყო სერბეთის რესპუბლიკის სივრცითი დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, სერბეთის რესპუბლიკის მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ქალაქ ვრანიესა და ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მუდმივი კონფერენციის — სერბეთის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ლიგის მიერ, მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით.