მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი მძევაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელებმა დევნილ მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კოორდინაციის საკითხი განიხილეს.
აღინიშნა, რომ დევნილი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხები, რომელთა მოგვარების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შესაბამისი ღონისძიებები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ნინო სულამანიძე, რეგიონული წარმომადგენელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯემალ ბოცვაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭიჭინაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტში დევნილი მოსახლეობით დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.