მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი აბუაშვილი, მოადგილესთან, გოგა თალაშვილთან ერთად ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებისგან მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებული გამოწვევების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს პრობლემების გადაჭრის გზები.
გოგი აბუაშვილი მოსახლეობას დასახელებული საკითხების შესწავლასა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოჩა ჭინჭარაული და მერიის სხვა თანამშრომლები.