მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი აბუაშვილი და მერის მოადგილე, გივი გიუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ელოშვილის ხელმძღვანელობით გამართულ საკრებულოს სხდომას დაესწრნენ.
სხდომის ფარგლებში ცვლილება შევიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში. ასევე გადაწყდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურეობის თანხის დაფინანსების საკითხი.
ამასთან, სოფელ ნაფეტვრებში არსებულ სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს - N1 ქუჩას მიენიჭა იბერიის ქუჩის სახელწოდება, სოფელ მისაქციელში არსებულ სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს, მე-18 ქუჩას, საზოგადო მოღვაწის - ანზორ ერქომაიშვილის, ხოლო სოფელ წიწამურში მდებარე სახელწოდების არმქონე მე-8 ქუჩას ოლღა გურამიშვილის სახელი მიენიჭა.
ასევე, სხდომაზე მცხეთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა, ილია ციციშვილმა საკრებულოს წარუდგინა მცხეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.