მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი მძევაშვილი, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ძალადობის მსხვერპლ სრულწლოვანთა და არასრულწლოვანთათვის არსებული უფასო სერვისების შესახებ (ცხელი ხაზი, თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და სხვა) ინფორმაციის მიწოდებას.
აღინიშნა, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფო უწყებათა კოორდინირებული, ეფექტური კომუნიკაცია მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თბილისის სტრუქტურული ერთეულის უფროსი, ინდირა რობაქიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.