მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს გახსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული სერვისცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ახალი სერვისცენტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, დირექტორმა ეკატერინე სურმავამ და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ ქალაქ მცხეთაში ერთობლივად გახსნეს.

მცხეთის რეგიონული სერვისცენტრი სრულად დაკომპლექტდება და მოიცავს მუნიციპალურ წარმომადგენლებს ყაზბეგში, დუშეთსა და თიანეთში, რაც სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად გაუადვილებს წვდომას სააგენტოს პროგრამებსა და სერვისებზე. 

სერვისცენტრი უზრუნველყოფს როგორც სამუშაოს მაძიებლების მხარდაჭერას, ასევე რეგიონის დამსაქმებლებისთვის შესაბამისი კადრების მოძიების პროცესის გამარტივებას.

ახალი სერვისცენტრი  მცხეთაში, კონსტანტინე გამსახურდიას N26-ში განთავსდა და მოქალაქეებს  უკვე შეუძლიათ  ყველა სერვისის მიღება და პროგრამებში ჩართვა. 

სერვისცენტრის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, მერის მოადგილეები, დამსაქმებლები და პარტნიორები.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018