მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა სამშენებლო კომპანია ,,INSI”-ს ხელმძღვანელობასთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი და  მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებსა და   სამშენებლო კომპანია ,,INSI”-ს ხელმძღვანელობას შეხვდნენ. 

შეხვედრაზე ქალაქ მცხეთის  ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები განიხილეს. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამუშაო ჯგუფთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო დეტალები დააზუსტეს. 

პროექტი მცხეთაში აღმაშენებლის, გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების  რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. ტერიტორია თბილისიდან შემოსასვლელი ახალი ხიდიდან მცხეთის ცენტრალურ მოედნამდე არსებულ მონაკვეთს  მოიცავს. 

გარდა ამისა, იგეგმება მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის მუსიკალური სკოლისა და ძველი გამგეობის შენობის რეაბილიტაცია. 

ასევე, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მცხეთაში ბებრისციხესთან გზისპირა სივრცეში ავტოსადგომისა და სკვერის მოწყობა დასრულდა, ხოლო ბაზრისუბანში არსებული კორპუსების გარე ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018