მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოქალაქეების საყურადღებოდ!

მცხეთის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის მსურველებს გაცნობებთ, რომ  „თიბისი ბანკის" პლასტიკურ ბარათთან ერთად, შესაძლებელია ,,საქართველოს ბანკის” პლასტიკური ბარათით სარგებლობა.

სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობის პლასტიკური ბარათის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ „თიბისი ბანკის" ან ,,საქართველოს ბანკის” ფილიალებს მცხეთაში.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით 2024 წლის იანვრიდან მცხეთის 

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულობა (მცხეთა-თბილისი) განისაზღვრება 1.70 ლარით, ხოლო „ნარეკვავის“ დასახლება - ფარნავაზის მოედანი - არმაზის მიმართულებით (წრიული) განისაზღვრება 50 თეთრით.

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა განხორციელდება შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით. 

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა განხორციელდება მათ მიერ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე. 

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სტუდენტების შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს ყოველწლიურად.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018