მცხეთის N1 საჯარო სკოლის ბაზაზე ქართული კულტურისა და ხელოვნების სკოლა „ახალი თაობა” გაიხსნა.
უფასო სასწავლო პროცესის ფარგლებში მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას.
ორშაბათობითა და ხუთშაბათობით - თიხაზე ძერწვის, კერამიკის, სალამურსა და ფანდურზე დაკვრის გაკვეთილები;
სამშაბათობითა და პარასკევობით გალობის, ქართული სიმღერის, ხატვისა და ხატწერის გაკვეთილები ჩატარდება;
ოთხშაბათობით - ხეზე კვეთის, ქსოვისა და ქარგვის გაკვეთილები;
ოთხშაბათობითა და პარასკევობით - თექის გაკვეთილები;
სკოლის გახსნის მიზანია უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება.