მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


9 მაისი

ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და მერის მოადგილე გოგა თალაშვილთან ერთად, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ქალაქ მცხეთასა და სოფელ მუხრანში  დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკო. 

ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ მისაქციელში მცხოვრებ ომის ვეტერან, ეთერ ბრაჭულს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. 

,,ფასდაუდებელია ვეტერანთა და ომის მონაწილე გმირთა ღვაწლი. მათ თავი მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის გაწირეს.  მინდა, ვეტერანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ მშვიდობიან საქართველოში,”- განაცხადა გოგი აბუაშვილმა. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, ომის ვეტერანს ფულადი თანხა გადაეცა. 

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი ასევე მიაგეს ვეტერანების საქმეთა სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა პირებმა და შესაბამისი  სამსახურების წარმომადგენლებმა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018