მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გზის კეთილმოწყობის პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა,  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან და თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთაში, ჯავახიშვილისა და მირიან მეფის ქუჩებზე მიმდინარე გზის კეთილმოწყობის პროექტები დაათვალიერა.

ხელისუფლების წარმომადგენლები კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან და შექმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით.

ქალაქ მცხეთაში ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. დაიგო ასფალტბეტონის საფარი, განახლდა და მიწის ქვეშ განთავსდა ქუჩაზე არსებული კომუნიკაციები, მოეწყო ბორდიულები, ასფალტის საფარი ასევე დაიგო მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ჭიშკრებამდე და ჩიხების შესასვლელებამდე. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 295 760 ლარია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ქალაქ მცხეთაში მირიან მეფის ქუჩაზე ჩამოშლილი საავტომობილო გზის საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 107 500 ლარია.  პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული, დაზიანებული კედლის ნაწილის დემონტაჟი, ასევე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, ჩატარდა ასფალტბეტონის გზის აღდგენითი სამუშაოები და სხვა საჭირო ღონისძიებები.

პროექტების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გივი გიუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - ჯონი ბერუაშვილი, თეიმურაზ ბექაური, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ელოშვილი, პირველი მოადგილე, გიორგი კვახაძე და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018