მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას.

ვულოცავ სრულიად საქართველოს და ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევას. 

ვულოცავ საქართველოს პატრიარქ შიო III-ს ამ დიდ პასუხისმგებლობასა და ღირსეულ მისიას. მისი სიბრძნე, სულიერი სიმტკიცე და სიყვარული ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს გაერთიანებისა და საზოგადოების სულიერი გაძლიერების პროცესში. დარწმუნებული ვარ, მისი მოღვაწეობა დაეფუძნება საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვან ფასეულობებს. 

ჩვენს ახლად არჩეულ პატრიარქს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას  ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი აბუაშვილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018