მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ მუხრანის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა სოფელ მუხრანის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები და წილკნის ღვთისმშობლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. 

სოფელ წილკანში ღვთისმშობლის სახელობის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტი ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, მოსახლეობის ღობეების კეთილმოწყობასა და არსებული ჭიშკრების აღდგენით სამუშაოებს ითვალისწინებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 460 000 ლარს აღემატება. 

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მუხრანში ცენტრალური მოედნისა და ციხე-გალავნის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ეწყობა დაზიანებული სახლების ფასადები, ღობეები, ჭიშკრები და ტროტუარები. სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის შემდეგ დასრულდება.

პროექტების მიმდინარეობას წილკანსა და მუხრანში ასევე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გელა ბაქრაძე და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018