მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა, მოადგილეებთან ერთად ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო საზეიმო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
რეგიონის მოსახლეობისა და სასულიერო პირების მსვლელობა ქალაქ მცხეთაში, ბებრისციხის მიმდებარე ტერიტორიიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე გაიმართა.
მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ და პარაკლისს ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და მოქალაქეები მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან.
17 მაისი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.