მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ბიჭუნათა ანსამბლი „მცხეთა„

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ბიჭუნათა ანსამბლ „მცხეთასა“ და დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა გუნდს საგუნდო კოლექტივების X ეროვნულ კონკურსზე მიღწეულ წარმატებას.

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ბიჭუნათა ანსამბლი „მცხეთა“, რომლის ლოტბარი არჩილ როინიშვილია, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნულ კონკურსზე, კატეგორიაში - „ქართული ხალხური სიმღერა“, პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა გუნდი, რომლის პედაგოგია ნინო მარტოლეკი, ხოლო კონცერტმეისტერი - სოფო დათიაშვილი, კატეგორიაში - „აკადემიური საგუნდო სიმღერა“ - მეორე ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა და ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ანსამბლების ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და თითოეულ მონაწილეს გაწეული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის და ახალგაზრდებს მომავალშიც მრავალ წარმატებას, შემოქმედებით წინსვლასა და ღირსეულ გამარჯვებებს უსურვებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018