მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ბოლო ზარი

ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას. 

თქვენ დგახართ ახალი გზის დასაწყისში, რომელიც იქნება საინტერესო და სიახლეებით დატვირთული. თითოეული თქვენგანი ახლა არის მნიშვნელოვან ეტაპზე - აირჩიოს სწორი გზა, რათა შემდგომში მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება.

გისურვებთ, რომ ღირსეულად გაიაროთ ეს გზა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ სახელმწიფოს განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესში.

მჯერა, რომ ასახელებთ ოჯახს, სკოლასა და ჩვენს ქვეყანას.

გოგი აბუაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018