მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ბოლო ზარი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა მეთორმეტეკლასელს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, უსურვებს წინსვლას და წარმატებას ქვეყნის სასიკეთოდ.

„ძვირფასო XII კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას. 

თქვენ დგახართ ახალი გზის დასაწყისში, რომელიც იქნება საინტერესო და სიახლეებით დატვირთული. თითოეული თქვენგანი ახლა არის მნიშვნელოვან ეტაპზე - აირჩიოს სწორი გზა, რათა შემდგომში მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება.

გისურვებთ, რომ ღირსეულად გაიაროთ ეს გზა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ სახელმწიფოს განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესში.

მჯერა, რომ ასახელებთ ოჯახს, სკოლასა და ჩვენს ქვეყანას.“ - აღნიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა.

წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლა 534-მა  მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.

ბოლო ზარის ღონისძიებებს ქალაქ მცხეთის N1 და N2 საჯარო სკოლებში მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი, დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გივი გიუტაშვილი და მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი და გოგა თალაშვილი ესწრებოდნენ. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018