მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


26 მაისი

ქალაქ მცხეთაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

„გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღეს - 26 მაისს! წელს ეს დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდება. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ერთობას!“ - განაცხადა გოგი აბუაშვილმა. 

საზეიმო ღონისძიება მცხეთის ცენტრალურ მოედანზე  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. პროგრამა მოიცავდა გამოფენებს, სპორტულ აქტივობებს, ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტს.

ღონისძიებას ქალაქ მცხეთაში ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, მცხეთა-მთიანეთის  მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გივი გიუტაშვილი,  მოადგილეები: გიორგი მძევაშვილი, გოგა თალაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018