მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.
შემოქმედებით საღამოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ რეგიონულ კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.
შემოქმედებითი საღამო სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მცხეთა-მთიანეთის დელეგატისა და მუნიციპალიტეტების მერების ინიციატივით, პირველად 2025 წლის 27 მაისს ჩატარდა და ტრადიციული სახე მიიღო. ღონისძიებას გასულ წელს ქალაქმა მცხეთამ, ხოლო მიმდინარე წელს ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლმა უმასპინძლა.