მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი და გოგა თალაშვილი, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, მცხეთის დღის ცენტრს - "მომავლის რწმენას'' ესტუმრნენ. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს ბავშვთა  საერთაშორისო დღე მიულოცეს, ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს და მათი  ნამუშევრები დაათვალიერეს.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში ბავშვების მიერ შესრულდა მუსიკალური ნომრები. 

ღონისძიებას, მერის მოადგილეებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის  ხელმძღვანელი, ნინო ჭიჭინაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018