
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი და გოგა თალაშვილი, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, მცხეთის ,,ჯეო ჰოსპიტალში” განთავსებულ სარეაბილიტაციო ცენტრ ,,სამიმედს" ესტუმრნენ.ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს და ცენტრი დაათვალიერეს.ღონისძიებას, მერის მოადგილეებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭიჭინაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.