მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მოადგილე გოგა თალაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან ერთად, დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის კონცერტს დაესწრო.
ღონისძიებაზე ხელოვნების სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ შესრულდა სხვადასხვა კლასიკოსთა ნაწარმოებები, რომანსები და პოპური.
შემოქმედებით საღამოს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში ასევე ესწრებოდნენ ამავე ცენტრის ხელმძღვანელი შორენა არჯევანიძე, მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ინა ახალბედაშვილი, მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელი ნუცა-დოდო მამაცაშვილი, კულტურის ცენტრის, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის სხვა თანამშრომლები.