მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ძეგვში სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში სპორტული მოედნისა და სკვერის  რეაბილიტაცია დასრულდა, ასევე, დაგეგმილია შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა. 

დასრულებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი კვახაძე, ძეგვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნენ. 

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და ფეხბურთისა და კალათბურთის მოყვარულთათვის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სპორტული მოედანი. სამუშაოები ითვალისწინებდა ტერიტორიის შემოღობვას, ხელოვნური საფარის დაგებას, გარე განათების სისტემის დამონტაჟებასა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების ფრაგმენტული და ახლის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ძეგვში განხორციელდა კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. მოეწყო ფანჩატური და საბავშვო კუთხე, დაიგო კაუჩუკის საფარი, გაკეთდა ბორდიულები, განათებები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სოფელ ძეგვში დაგეგმილია შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობა. 

პროექტის ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია წითლობისა და ხევთაშუა უბნებში გზის კილომეტრ-ნახევრიან  მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს განახორციელებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018