მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიკოლოზ იორდანიშვილსა და გიორგი კაპანაძეს აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატაზე ოქროს მედლების მოიპოვებას.
სლოვენიის ქალაქ ბლედში აკადემიურ ნიჩბოსნობაში მიმდინარე საერთაშორისო რეგატაზე 17-წლამდელებს შორის მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიის სპორტსმენებმა - ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ 1500-მეტრიანი დისტანცია 5:05 წამში დაფარეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
ტურნირზე 700-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.