მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოხალისე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გოგა თალაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატს, ლანა სტეფნაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მერის მოადგილემ, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებთან - თამაზ გრძელიშვილთან, თინათინ ხუნდაძესთან და ნინო მანიაშვილთან ერთად, ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების ხელშეწყობაზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში მოხალისეობრივად და ურთიერთმხარდაჭერით საზოგადოებრივად სასარგებლო  პროექტები განხორციელდება.

პროგრამა „საქართველოს მოხალისე“  სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ასევე, პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება და აღნიშნული გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა,  საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე, უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია და მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018