
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, მცხეთაში ქართული ესტრადის მომღერლის, კომპოზიტორისა და პიანისტის, თამარ გვერდწითელის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გოგა თალაშვილი, მერიის შეასაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მუსიკალურ საღამოზე, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში ჩატარდა, მსმენელმა სხვადასხვა დროს შექმნილი ქართული და უცხოური მუსიკალური კომპოზიციები მოისმინა.