
საერთაშორისო ოლიმპიური დღე მცხეთაში მარათონული გარბენით აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მცხეთელმა სპორტსმენებმა მიიღეს. გარბენის თითოეულ მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური მცხეთის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა თამაზ გრძელიშვილმა გადასცა. ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.