მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გაეროს მოდელირება

მცხეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ გრძელიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი თინათინ ხუნდაძე და წარმომადგენელი ნინო მანიაშვილი, წილკნის საჯარო სკოლაში, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტს „გაეროს მოდელირებას“ დაესწრნენ.პროექტში მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან 14-18 წლის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი პოზიცია მოცემულ თემებთან დაკავშირებით.  თემის განხილვა/გაანალიზების გარდა, ჩამოაყალიბეს საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემემი და მათი გადაჭრის გზები. შედეგად, გამოვლინდა 8 გამარჯვებული, რომლებიც ფინალურ მოდელირებაში მცხეთა-მთიანეთის მხარიდან მიიღებენ მონაწილეობას.პროექტის გამარჯვებულებად მცხეთის მუნიციპალიტეტიდან დასახელდნენ - ლევან რევაზიშვილი, გიორგი ხიზანიშვილი, ლალი წოწოლაშვილი, ნინო ოდიშვილი, ელენე ყიფშიძე, ახალგორის მუნიციპალიტეტიდან - თამარ ოდიშვილი, ხოლო თიანეთის მუნიციპალიტეტიდან - ხათუნა გიგაური და მარიამ გოჯიაშვილი.პროექტი საქართველოს 11 რეგიონულ ცენტრში ხორციელდება. ფინალური მოდელირების შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018