
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის - ბებრის ციხის რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.ბებრის ციხეზე იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, მერიის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი ნანა კაპანაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი და საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი, არქიტექტორ-რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძე, რომლებიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იმსჯელეს.პროექტი ითვალისწინებს ციხის დაზიანებული არქიტექტურული ელემენტების რეაბილიტაციას, ავთენტური ნაწილების რესტავრაცია-კონსერვაციასა და მათ გრძელვადიან დაცვას. საჭირო მონაკვეთებზე განხორციელდება კლდოვანი რელიეფისა და ციხის კედლების გამაგრებითი სამუშაოები.ციხეს კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014-2016 წლებში ჩაუტარდა, რა დროსაც 2010 წელს მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილი ციხის ჩრდილოეთის ფერდობის აღსადგენად რკინა ბეტონის მონოლითური საყრდენი კედელი აიგო