მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა.
ადგილობრივ მოსახლეობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარება აღუთქვეს.
შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას, საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენასა და პროცესის ეფექტურად მართვას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება იმართება ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.