მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში სახალხო დღესასწაული - ლაშარობა აღინიშნა.
დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ შეჯიბრს ქართულ ჭიდაობაში
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი და გოგა თალაშვილი დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მედლები და სიგელები გადასცეს.
შეჯიბრში მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოქმედი და მოყვარული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. აბსოლუტური წონითი კატეგორიის გამარჯვებული გახდა ბექა ძაგანიშვილი, სოფელ გალავნიდან.
ლაშარობის დღესასწაულს ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქსოვრისის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი თეთრაძე, მცხეთის საკრებულოს დეპუტატი ზაქარია ლოხიშვილი და მცხეთის მერიის სხვა წარმომადგენლები.
ჭიდაობის ტურნირი ქსოვრისში ა(ა)იპ უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.