მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სოფელ მუხრანის მკვიდრს - ირაკლი ბეჟიტაშვილს 2026 წლის საცხენოსნო სპორტში მიღწეულ წარმატებას.
ირაკლი ბეჟიტაშვილმა თბილისში გამართულ 2026 წლის ზაფხულის თასის ჩემპიონატზე დაბრკოლებათა გადალახვაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.