მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საინფორმაციო შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „აზბესტი: ფარული საფრთხე ადამიანის უფლებებისთვის“ და "წყალზე უფლება".

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის შრომით უსაფრთხოებაზე, ჯანსაღ გარემოზე წვდომა და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე ზედამხედველობა. 

დამსწრეები გაეცნენ ინფორმაციას შრომითი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღ გარემოზე უფლების ეროვნული შესაბამისობის შესახებ, ასევე, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშებში გამოვლენილ მნიშვნელოვან საკითხებს.

საინფორმაციო შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა ჯემალ ბოცვაძე უძღვებოდა.

შეხვედრას  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის, შპს წყლისა და ტრანსპორტის კომპანიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები ესწრებოდნენ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018