მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ანაკლიის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გოგა თალაშვილმა, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამაზ გრძელიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელმა, თინათინ ხუნდაძემ ბანაკის მონაწილეები გააცილეს და ბედნიერი და ნაყოფიერი დასვენება უსურვეს.
14-17 წლის ახალგაზრდებს 5-დღიანი ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი საინტერესო და მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები.