მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


8 აგვისტო

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინით შეამკო.

2008 წლის ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილეებთან - გოგა თალაშვილთან, გიორგი მძევაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

,,ეს დღე ყველა ქართველისთვის ტრაგიკული და მძიმედ გასახსენებელია. აგვისტოს ომში  მებრძოლმა ჩვენმა ჯარისკაცებმა დაიცვეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და  მათ ხსოვნისადმი პატივის მიგება ჩვენი ვალია. დღევანდელი დღე მუდამ შეგვახსენებს ქვეყნისთვის მათ მიერ გაწეულ  ღვაწლსა და თავდადებას,” - განაცხადა გოგი აბუაშვილმა. 

2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარიდან გია რომელაშვილი, მამუკა ბეკურაშვილი - ბიწმენდიდან , ირაკლი მორბედაძე - ქსოვრისიდან, რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი - ნიჩბისიდან და ლევან მიდელაშვილი - ახალგორიდან.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან და ქალაქის შემოსასვლელთან სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018