მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 13 აგვისტოს, სისხლის ბანკის - ,,სიცოცხლის“ მიერ, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილე პირებს უფასოდ ჩაუტარდებათ სხვადასხვა გამოკვლევა, მათ შორის, სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა, სისხლის საერთო ანალიზი, B და C ჰეპატიტის კვლევები და სხვ.
მსურველებს შეუძლიათ, მობრძანდნენ მცხეთის მერიაში, ანტიოქიის № 7-ში, ხუთშაბათს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.