2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ პატივი მიაგეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი სამხედროები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
შინდისის ბრძოლიდან, რომლის დროსაც საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა, დღეს 18 წელი გავიდა.