მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დიდგორობა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებისადმი მიძღვნილ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს, ,,დიდგორობას“, დაესწრო. 

ღონისძიების ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის  მიერ მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ხელოვნებისა და სახალხო რეწვის ნიმუშები, ხოლო ცენტრის  ვაჟთა ანსამბლმა ,,მცხეთამ“ მონაწილეობა მიიღო საკონცერტო პროგრამაში. 

დიდგორობის დღესასწაულს ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ გრძელიშვილი, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ინნა ახალბედაშვილი, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო ჭიჭინაძე,  ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი შორენა არჯევანიძე და მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლები. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018