მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული საწარმოები, სასათბურე მეურნეობები და მეფრინველეობის ფერმა დაათვალიერა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მისაქციელში - ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა „პლანტველის“, სოფელ წილკანში - ლოკოკინის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ტიმეოს“, ხოლო სოფელ მუხრანში - ი/მ რამინ ნაგიევის სასათბურე მეურნეობაში წარმოების პროცესს გაეცნენ. ასევე იმყოფებოდნენ სოფელ წეროვანში, სადაც ფერმა „მწვანე ქვეყანა” დაათვალიერეს და საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
მუნიციპალიტეტში მოქმედი აღნიშნული ფერმები სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები არიან, რომლებმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლეს.