მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 22 ვაკანსიაზე გამოცხადდება.სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 2 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური განყოფილება - 2 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილება - 1 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის იურდიული განყოფილება - 1 ვაკანსია;
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხისა და ანგარიშგების განყოფილება -2 ვაკანსია;
ქონების მართვის სამსახურის ქონების მართვის და აღრიცხვის განყოფილება - 2 ვაკანსია;
ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება - 1 ვაკანსია;
ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება -1 ვაკანსია;
ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის განყოფილება -1 ვაკანსია;
არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილება - 1 ვაკანსია;
არქიტექტურის სამსახურის ურბანული განვითარების განყოფილება - 1 ვაკანსია;
განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ტურიზმის განყოფილება -1 ვაკანსია;
განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება -1 ვაკანსია;
განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება -1 ვაკანსია;
ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება - 1 ვაკანსია;
ზედამხედველობის სამსახურის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილება - 2 ვაკანსია;
ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება - 1 ვაკანსია.
ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში - 1 ვაკანსიაზე.