მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მდინარე არაგვზე არსებული ხიდი

მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, ქალაქ მცხეთაში შექმნილ ვითარებას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზაუტაშვილთან, მხარის დელეგატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, გოგი აბუაშვილთან და პირველ მოადგილე გივი გიუტაშვილთან ერთად გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლევან დარახველიძესთან ერთად, ასევე დაათვალიერეს მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები.

პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა და ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთო.

მოძრაობის მზარდი ინტენსივობისა და ხიდზე დატვირთვის გათვალისწინებით, არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ სატვირთო ავტომობილებისთვის მოქმედი შეზღუდვა მოიხსნება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018