მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში სოფლის ცენტრისა და მინდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელ ირაკლი თეთრაძესთან და ქსოვრისში მცხეთის საკრებულოს დეპუტატ ზაქარია ლოხიშვილთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სოფლის მთლიანი ცენტრის მოასფალტება, ბეტონის ახალი ბორდიურებისა და მონოლითური რკინის სარტყლის მოწყობა. ასევე, დაიხაზება საპარკინგე ადგილები. მინდიაშვილის ქუჩაზე გაკეთდება ბეტონის გზა და სანიაღვრეები მიერთებებით.
ამ ეტაპზე მინდიაშვილის ქუჩაზე სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მიწის ჩამოშლის შედეგად დაზიანებულ ადგილას უკვე დასრულდა ბეტონის კედლის მშენებლობა. სოფლის ცენტრში ტროტუარებისთვის მოწყობილია საძირკველი ასფალტის ფენის დასაგებად.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 575 000 ლარია. პროექტს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "გრანდ როუდ გრუპი” მიმდინარე წლის ბოლომდე განახორციელებს.