მცხეთის მუნიციპალიტეტში პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა როგორც ადგილზე, რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე შეუძლიათ: https://formebi.emis.ge.
ელექტრონულ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია სასკოლო ფორმების მოდელების, ზომებისა და ღირებულების, ასევე რეალიზაციის პუნქტების ¹ზუსტი მისამართებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.
მუნიციპალიტეტში გახსნილი სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა, მერის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან ძიძიშვილმა დაათვალიერეს.