მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი საგურამოში კამერული მუსიკის XI ფესტივალის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ფესტივალზე მუსიკის მოყვარულთათვის წარმოდგენილი იყო ქართული და უცხოური ინსტრუმენტული მუსიკა, სოლო და საანსამბლო ნაწარმოებები, სოლო ვოკალური შესრულებები და საგუნდო მუსიკა.
„საგურამოს კამერატა“ - XI საერთაშორისო ფესტივალი 4-6 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს, ,,შემოქმედებითი საქართველოს”, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურისა და ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის წარმომადგენლები.