მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წილკანში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან,  ლევან ზაუტაშვილთან  და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი კვახაძესთან ერთად, სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე.

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 600 000 ლარამდე შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოები ასევე დაათვალიერეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოთარ ჭალელიშვილმა და მცხეთის საკრებულოს დეპუტატმა,  თევდორე კახუაშვილმა. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018