მცხეთაში, ნიჩბოსნობის ბაზის ტერიტორიაზე, გაიმართება ევროპის ღია თასი ნიჩბოსნობაში, დრაგონ ბოათის სახეობაში.
შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს 8 ქვეყნის 18 კლუბი და 220 სპორტსმენი, რაც ღონისძიებას საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენად აქცევს.
ორი დღის განმავლობაში მცხეთა უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს. მონაწილე გუნდები ერთმანეთს სპორტულ ბრძოლაში, გუნდურობასა და სისწრაფეᲨი Შეეჯიბრებიან.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს სპორტის სამინისტრო და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია.
გელოდებით 12-13 სექტემბერს, ერთად ვუგულშემატკივროთ დრაგონ ბოათის ევროპის ღია თასის მონაწილეებს!